ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: ბიტკოინი რეალურ ინვესტიციას არ წარმოადგენს

0
1138

ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ლუის დე გვინდოსმა, კრიპტოვალუტის ღირებულების შემოთავაზება, როგორც საინვესტიციო აქტივის, უარყო.

Bloomberg TV– სთან საუბრისას, ვიცე–პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტა რეალურ ინვესტიციად არ უნდა იქნეს მიჩნეული.

”როდესაც გიჭირთ იმის გარკვევა, თუ რა არის ინვესტიციის რეალური საფუძვლები, მაშინ ის, რასაც აკეთებთ, არ არის რეალური ინვესტიცია. ეს არის აქტივი, რომელსაც აქვს ძალიან სუსტი საფუძველი და, რომელიც ექვემდებარება უამრავ არასტაბილურ გარემოპირობას”,- განაცხადა ლუის დე გვინდოსმა.

მისი აზრით, ბაზრის ამჟამინდელი ვარდნა არ განსხვავდება იმ ფეთქებადი ტალღისაგან, რომელიც 2020 წლის მეოთხე და 2021 წლის პირველ კვარტლებს შორის დაფიქსირდა.

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფასების ასეთი შემცირება კრიპტოვალუტის ბაზრის არასტაბილურობის სიმპტომია.

შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა, ენდრიუ ბეილმა საზოგადოება გააფრთხილა, რომ კრიპტო ინვესტორებს ფულადი სახსრების დიდი დანაკარგები ელოდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას კრიპტოვალუტის ფასები შემცირდა. ბიტკოინის კურსი კი 15.000-ზე მეტით დაეცა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი