კრიპტო მომხმარებლები FinCEN Travel Rule–ში შეთავაზებულ ცვლილებაზე სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ. ცვლილება ეხება ტრანზაქციების შესახებ ოფიციალურ ჩანაწერის გაკეთებას.
მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ფინანსური დანაშაულების აღსრულების ქსელმა საზოგადოებისთვის კომენტარების გაკეთება დაიწყო ციფრული ვალუტის კომპანიები და ინვესტორები კონფიდენციალურობის დარღვევის საფრთხეზე ალაპარაკდნენ.
”თუკი, ეს წინადადება მიიღება, მაშინ ეს იქნება პირად ცხოვრებაში შეჭრა”,- აღნიშნავენ ინვესტორები.
მარეგულირებელმა სააგენტოებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ არსებული კანონი დარეგულირდება. ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ 3000 დოლარზე მეტ ტრანზაქციებსა და 250 დოლარიან კერძო გადახდებზე, რაც საშუალებას მისცემს სისტემას იმუშაოს გამჭვირვალედ და მეტ-ნაკლებად დააკმაყოფილოს დაინტერესებულ პირთა მოთხოვნები.
კონფიდენციალურობის კანონის გათვალისწინებით, აღნიშნული, რა თქმა უნდა, ციფრულ ვალუტასაც შეეხება.
მიუხედავად ამისა, აღშფოთება მაინც გრძელდება. ანონიმურმა პირმა მიმდინარე საკნონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ბიტკოინის მთელი აზრი არის დეცენტრალიზებულ ბუნებაში. მან განაცხადა, რომ კრიპტოვალუტა არ უნდა დარეგულირდეს.