24 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1488

ხუთშაბათს, 24 იანვარს კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. მიუხედავად ამისა, დღის განმავლობაში დაფიქსირდა როგორც ფასის მატების ისე, შემცირების მაჩვენებლები. თუმცა ბაზარს დღის მანძილზე მკვეთრი ცვლილება არ განუცდია.

ბიტკოინის კურსი 3.600 დოლარზე ზემოთ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ 3.600 დოლარის ნიშნული არის ერთგვარი ზღვარი. ზრდის ტენდენცია სწორედ მაშინ დაფიქსირდება, როდესაც ბიტკოინის ფასი ამ ნიშნულს მკვეთრად ასცდება.

მაგალითად, 23 იანვარს ბიტკოინის კურსმა 0.65%-ით მოიმატა და ფასი 3.610 დოლარზე დაფიქსირდა. ეს კურსის მატების ნიშანი იყო, თუმცა ძალიან მცირე.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 1.4%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება რიპლის: ბოლო 24 საათის განმავლობაში რიპლის კურსი მხოლოდ 0.5%-ით არის გაუმჯობესებული. კრიპტოვალუტა კვლავ 0.32 დოლარის ფარგლებში განაგრძობს მოძრაობას.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 120.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი