სტივენ ვოთერჰაუსია: აშშ არ დაუშვებს, რომ კერძო კომპანიის ვალუტა დოლარს დაუპირისპირდეს

0
1293

Pantera Capital-ის თანადამფუძნებელი დოქტორი სტივენ ვოთერჰაუსი მიიჩნევს, რომ აშშ-ს მთავრობა არ დაუშვებს, რომ რომელიმე კერძო კომპანია დოლარს დაუპირისპირდეს.

“აშშ-ს მთავრობა არ დაუშვებს შემთხვევითი ბიზნესის წამოწყებას”,- აღნიშნა სტივენ ვოთერჰაუსმა.

ინვესტორის თქმით, აშშ-ს მთავრობა კომპანიების მიერ გაცემულ კრიპტოვალუტებს, რომლებსაც ასობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს, როგორც რეალურ საფრთხეს ისე აღიქვამს.

”იდეა, რომ ზოგიერთი სტარტაპი აპირებს შექმნას საკუთარი ვალუტა, იქნება ეს Facebook-ის ან Telegram-ის მიერ გამოცემული, ამგვარი კრიპტოვალუტა ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას პოტენციურად უპირისპირდება.

მსოფლიოს ბევრ მთავრობას ორმხრივი მიდგომა აქვს: ზოგიერთი სახელმწიფო ხელს უშლის Libra-ს გამოცემას და მეორე მხრივ, მუშაობს ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვებაზე.

თებერვლის დასაწყისში აშშ-ს სენატში ციფრული ვალუტის შესახებ მოსმენა გაიმართა.

რესპუბლიკელი სენატორი არკანზასიდან, ტომ კოტონი ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა. მან მედიასა და ფედერალური სარეზერვო საბჭოს მმართველთა საბჭოს კანდიდატს, ჯუდი შელტონს მიმართა:

”ჩვენ გვჭირდება ციფრული ვალუტა იმისთვის, რომ დაგვეხმაროს დოლარის პრიორიტეტის შენარჩუნებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით”.

კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება დოლარის დაცვა, როგორც სარეზერვო ვალუტის, და ზოგადად რას გულისხმობს ციფრული დოლარის კონცეფცია, ჯუდი შელტონმა უპასუხა:

”მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია და ვეთანხმები შეფასებას: ვფიქრობ, რომ ჩვენ იძულებული ვართ ვიფიქროთ ამ საკითხზე.”

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი