ჩილეს ენერგეტიკის მარეგულირებელი სააგენტო Blockchain-ს გამოიყენებს

0
2287

ჩილეს ენერგეტიკის მარეგულირებელმა სააგენტომ, Comisión Nacional de Energía de Chile განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგიის ეროვნულ ენერგეტიკულ სისტემაში გამოყენებას აპირებს.

ენერგეტიკის მარეგულირებელი სააგენტო გამოიყენებს Blockchain-ს, რათა შეინახოს ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა საწარმოს ზღვრული ხარჯები, საშუალო საბაზრო და საწვავის ფასები. სააგენტოს აღმასრულებელმა მდივანმა ანდრეს რომერომ განაცხადა, რომ Blockchain-სკენ გადადგმული ეს ნაბიჯი მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის საჭირო.

“ეროვნული ენერგეტიკის კომისიამ გადაწყვიტა შეუერთდეს ამ ინოვაციურ ტექნოლოგიას და Blockchain-ი გამოიყენოს, როგორც ციფრული ნოტარიუსი”, – აცხადებს რომერო. მან ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგია გაზრდის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიმართ ნდობას.

ჩილე Blockchain ტექნოლოგიას 2018 წლის მარტში დანერგავს.

შეგახსენებთ, რომ Blockchain ტექნოლოგიას სხვადასხვა ტიპის კომპანიები აქტიურად იყენებენ. მაგალითად, ამერიკულმა კომპანია S&P Global Platts-მა განაცხადა, რომ კომპანია მზად არის საკუთარ Blockchain-ზე ნავთობის შესახებ ანგარიშები განათავსოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი