აშშ-ს თეთრი სახლის კიბერუსაფრთხოების კოორდინატორი აცხადებს, რომ კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხი დახურული არ არის.
კომენტარებს, რომლებიც წლების განმავლობაში აშშ-ს მიერ კრიპტოვალუტის რეგულაციას ეხებოდა, პრეზიდენტისა და თეთრი სახლის კიბერუაფრთხოების კოორდინატორმა რობ ჯოისი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ გეგმები ჯერ კიდევ “შესწავლის” ფაზაშია.
“ბიტკოინის კონცეფციას აქვს სარგებელი… მაგრამ იმავდროულად, თუ შეხედავთ პერიოდს ბიტკოინის მუშაობის შემდეგ, შესაძლებელია იფიქროთ, რომ ეს არის კრიმინალი. ამ დროს თქვენ არ შეგიძლიათ დრო უკან დააბრუნოთ და აიღოთ თქვენი ფული”.
მიუხედავად ამისა, რობ ჯოისმა ასევე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის დაკავშირება დანაშაულთან არის სამწუხარო ფაქტი, რადგან საკმარისი მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ კრიპტოდანაშაული ფართოდ გავრცელებული კრიმინალური ქმედება არ არის.
“ბიტკოინის წრეები” პოზიტიურად შეხვდენენ აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიისა და სასაქონლო სავაჭრო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. კომისიებმა გადაწყვიტეს, რომ კრიპტოვალუტისთვის ხელსაყრელ რეგულაციას შემოიღებენ.
შეგახსენებთ, რომ მარტში ბუენოს-აირესში გასამართ G20 სამიტზე კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხი მთავარი განსახილველი თემა იქნება.