Deloitte-ი: სტაბილკოინს ლიმიტი არ აქვს

0
815

ფინანსური სერვისების კომპანიის, Deloitte-ის ახალ კვლევაში ხაზგასმითაა აღნიშნული ბიტკოინის პოტენციალი და როლი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ეკოსისტემის შექმნაში.

Deloitte-ის ანალიზმა, სახელწოდებით „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კრიპტოვალუტა“, მიუთითა ტრადიციული ვალუტის ეკოსისტემის სრული რედიზაინის აუცილებლობაზე.

თუმცა მოხსენებაში მითითებულია ხუთი ძირითადი სფერო, სადაც ბიტკოინს შეუძლია ტრადიციულ ვალუტას მკვეთრად გაუმჯობესებაში დაეხმაროს.

ესენია: სიჩქარე, უსაფრთხოება, ეფექტურობა, ტრანსსასაზღვრო გადახდები და თანამშრომლობა გადახდის სხვადასხვა მონაწილეებთან.

ბიტკოინსა და სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ CBDC-ებს შორის განმასხვავებელი ნიშნების გამოყოფისას, Deloitte-მა განაცხადა, რომ CBDC-ს ფულის მიწოდებაზე არ აქვს ლიმიტი.

შესაბამისად, სტაბილკოინს ინფლაციისადმი მიდრეკილება არ აქვს. მან დაამატა, რომ ცენტრალიზებულ ბანკს, რომელიც ციფრულ ვალუტას გამოუშვებს შეუძლია თავად განსაზღვროს მისი ღირებულება.

ანალიზის მიხედვით, მთავრობებს, რომლებიც პირველები გამოუშვებენ CBDC-ს, უპირატესობა ადგილობრივი ვალუტის გამოყენებაზე, საერთაშორისო ბაზრებსა და ვაჭრობებში ექნებათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი