არაბთა გაერთიანებული საამიროების მარეგულირებელი ICO-სთვის რეგულაციის სისტემას შექმნის

0
1888

არაბთა გაერთიანებული საამიროების მარეგულირებელმა კრიპტოვალუტასთან და Blockchain პროექტებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მომავალ წელს შესაძლოა, პირველად მონეტარულ შეთავაზებას (ICO-ს) რეგულაცია დაუწესდეს.

Libra Project-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანს ჰაიქინმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამირო ICO-ს სივრცეში გლობალური მასშტაბით ლიდერი სახელმწიფოა.

უნდა აღინიშნოს, რომ Libra Project-ი Blockchain ტექნოლოგიაზე ორიენტირებული გავლენიანი საინვესტიციო პროგრამა არის.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების მარეგულირებელმა ციფრული ვალუტისა და Blockchain-ის სტატუსი შესაძლოა, მალტისა და გიბრალტარის მსგავსად განსაზღვროს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ოქტომბერში გიბრალტარის მთავრობამ გიბრალტარის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მრჩეველთა ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელიც Blockchain ტექნოლოგიასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო კურსების განვითარებაზეა ფოკუსირებული.

ინიციატივას ასევე მხარს უჭერენ Blockchain კომპანიები, რომლებიც ამ ეტაპზე გიბრალტარის მარეგულირებლისგან ლიცენზიის მიღებას ელოდებიან.

ამასთანავე, მალტა მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც იურიდიული მარეგულირებელი სისტემა Blockchain კომპანიებისთვის შემოიღო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი