არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა (UAE) მიიღეს ახალი კანონი, რომელიც არეგულირებს ციფრულ ვალუტებს და ადგენს ქვეყნის თავდაპირველ მარეგულირებელ რეჟიმს კრიპტოვალუტის სივრცისთვის ფედერალურ დონეზე.
ფედერალური დონის რეგულაციამდე, UAE-მ უკვე შემოიღო რამდენიმე საზედამხედველო ინიციატივა ციფრული ვალუტების ეკონომიკურად თავისუფალ ზონებში, როგორიცაა აბუ დაბის გლობალური ბაზარი (ADGM).
გასულ წელს დუბაიმ ასევე დააარსა საკუთარი კრიპტო მარეგულირებელი, სახელწოდებით Virtual Asset Regulatory Authority (VARA).
ირინა ჰევერმა, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში კრიპტო და Blockchain საკითხებზე მომუშავე იურისტმა, განმარტა, რომ ამ ნაბიჯს რამდენიმე გავლენა აქვს.
ჰევერის თქმით, ახალი კანონი უზრუნველყოფს, რომ სუბიექტებმა, რომლებიც ეწევიან კრიპტო აქტივობას, ახალი მარეგულირებლისაგან უნდა მიიღონ ლიცენზია საქმიანობისათვის.
ეს კი დაამტკიცებს მათ ლეგალურ საქმიანობას ქვეყნის შიგნით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კომპანიას აღნიშნული დამტკიცება არ ექნება, მას სოლიდური ჯარიმების გადახდა მოუწევს.
„შეუსრულებლობა იწვევს მძიმე სანქციებს, როგორიცაა ჯარიმა 10 მილიონ ედერამდე (2,7 მილიონი აშშ დოლარი), მოგების ანაზღაურება და პროკურორის მიერ სისხლის სამართლის წარმოებაც კი”, – განმარტა იურისტმა.