ანალიტიკოსები: მოსალოდნელია, რომ რიპლის კურსი 0.37 დოლარამდე გაიზარდოს

0
2133

დღევანდელი მონაცემების თანახმად, რიპლის კურსმა შემცირება შეწყვიტა. კრიპტოვალუტის ფასმა 0.30 დოლარამდე მოიმატა. 6 სექტემბერს რიპლიზე ვაჭრობა 0.28 დოლარზე გაიხსნა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც დღის განმავლობაში დაფიქსირდა 0.30 დოლარი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ამავე ნიშნულზე დაიხურა კრიპტოვალუტაზე ვაჭრობაც.

მიუხედავად ამისა, ანალიტიკოსები ბოლომდე პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ. ისინი ტრეიდერებს ურჩევენ, რომ დაელოდონ როდის მიაღწევს რიპლის კურსი 0.37 დოლარის ნიშნულს და ამის შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება ბიტკოინ Cash-ს, ამ ეტაპზე კრიპტოვალუტას 473-დან 500 დოლარის ფარგლებში აქვს მხარდაჭერა. გუშინდელი მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 529 დოლარზე გაიხსნა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული, რაც ბიტკოინ Cash-მა დააფიქსირა 495 დოლარი იყო, თუმცა ვაჭრობა შედარებით მაღალ კურსზე, 519 დოლარზე დაიხურა.

ფასის ზრდის ნიშნად ჩაითვლება მაჩვენებელი, როდესაც კრიპტოვალუტის კურსი 500 დოლარის ნიშნულს ასცდება.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინ Cash-ის ფასი 473 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდება მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასი ჯერ 400 დოლარი შემდეგ კი, 300 დოლარი გახდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებას ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი