კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2378

ამ კვირაში მთავარი მოვლენა G20 სამიტის მიერ მიღებული კომუნიკე იყო. G20 სამიტის გადაწყვეტილების თანახმად, კრიპტოვალუტა ციფრულ აქტივად განისაზღვრა. რაც შეეხება რეგულაციების დაწესებას, ამ საკითხს მომდევნო სამიტზე განიხილავენ.

ბიტკოინი

ექსპერტები წინა კვირას მოვაჭრეებს სთავაზობნდნენ 8000 დოლარზე ვაჭრობას. 23 მარტის მონაცემების მიხედვით, ვაჭრობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა.

თავდაპირველად, ბიტკოინმა ფასის კლება 7.600 დოლარზე შეწყვიტა, შემდეგ კი 9.300 დოლარამდე შეძლო კურსის მომატება.

კვირის ბოლოსკენ, ბიტკოინმა მოახერხა ფასის დაღმავალი ხაზიდან აღმავალი ხაზისკენ გადანაცვლება, რაც კრიპტოვალუტისთვის საკმოად პოზიტიური ნაბიჯი იყო.

ამ კვირაში ბიტკოინს აქვს ორი მიზანი: ჯერ 10.000 დოლარის ნიშნულს უნდა მიაღწიოს და, თუ ამას მოახერხებს შემდეგი ნაბიჯი 12.172 დოლარი იქნება.

მეორე მხრივ, თუ ფასები დაღმავალი ხაზისკენ წავა ბიტკოინის კურსი სავარაუდოდ, 7.715 დოლარზე შემცირდება. ამასთანავე, შესაძლებელია 6 თებერვლის მაჩვენებელი განმეორდეს და კრიპტოვალუტის ფასი 6.075 დოლარზეც კი დაეცეს.

ეთერიუმი

ეთერიუმთან დაკავშირებით, 19 მარტს ერთდღიან ვაჭრობას ჰქონდა ადგილი. ეს ნიშნავს, რომ ერთი დღის განმავლობაში მაჩვენებელი ჯერ იყო 590 დოლარი, ხოლო ეთერიუმის გაყიდვის შემდეგ მისი ფასი 558 დოლარზე ჩამოვიდა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ პროგნოზირებული ხანგრძლივი პოზიციის შენარჩუნება ეთერიუმმა ვერ შეძლო, რადგან 575 დოლარზე ზემოთ ასვლა და შენარჩუნება ვერ მოახერხა.

ეთერიუმი თუ მოახერხებს ფასის გაზრდას, მაშინ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ კრიპტოვალუტა 641 დოლარამდე აიწევს.

იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები საპირისპიროდ განვითარდება ეთერიუმი შესაძლოა 18 მარტის მაჩვენებელზე დაბრუნდეს, როდესაც მისი ღირებულება 452 დოლარი იყო.

ექსპერტები ეთერიუმთან მიმართებაში პოზიტიურ პროგნოზსს ვერ აკეთებენ, ამიტომ მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ ამ ეტაპზე ვაჭრობისგან თავი შეიკავონ.

ბიტკოინ Cash

ბიტკოინ Cash-მა ფასის დაღმავალი ხაზიდან მოახერხა თავის დაღწევა, რაც პოზიტიური ნიშანია. თუ კრიპტოვალუტა 980 დოლარის მაჩვენებელს ვერ შეინარჩუნებს, მაშინ ის 940 დოლარზე ჩამოვა. ბიტკოინ Cash-თან დაკავშირებით შესაძლებელია 18 მარტის მონაცემები განმეორდეს და კრიპტოვალუტა 884 დოლარზე ჩამოვიდეს.

თუმცა ამასთანავე, ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ თუ ბიტკოინ Cash-ი მოახერხებს და 1.200 დოლარის მაჩვენებელს მიაღწევს, ეს ახალი ვაჭრობის დაწყების ნიშანი იქნება.

ლაიტკოინი

ანალიტიკოსები ლაიტკოინით ვაჭრობას 165 დოლარზე პროგნოზირებდნენ.

21 მარტს ლაიტკოინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და 146 დოლარის ნიშნულზე ჩამოვიდა. თუმცა, ეს საკმაოდ კარგი შედეგია იმასთან შედარებით, რომ არსებობდა ალბათობა ლაიტკოინის 128 დოლარზე ჩამოსვლისა.

ლაიტკოინის პოზიციების გამყარების პირველი ნიშანი იქნება ის, როდესაც კრიპტოვალუტა 180 დოლარზე შეძლებს ფასის შენარჩუნებას. ექსპერტები მოვაჭრეებს რისკების მინიმალურ დონეზე შემცირებას თხოვენ, ამიტომ ურჩევენ, რომ ვაჭრობისას არსებული პოზიციის მხოლოდ ნახევარი გაყიდონ.

რიპლი

19 მარტს რიპლის ღირებულება 0.71 დოლარს შეადგენდა. ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევდნენ, რომ ვაჭრობა 0.52 დოლარზე შეეწყვიტათ.

თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ რიპლიმ მოახერხა კრიტიკიულ, 0.56 დოლარის ნიშნულზე დაბრუნება.

რიპლიც კრიპტოვალუტების უმრავლესობის მსგავსად 18 მარტის ნიშნულზე დაბრუნების საფრთხის წინაშე დგას. თუ კრიპტოვალუტა ფასის ზრდას ვერ მოახერხებს, მაშინ სავარაუდოა, რომ ჯერ 0.53 დონეზე, შემდეგ კი, 0.22 დოლარის ნიშნულამდე დაეცეს.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროგნოზი არ გამართლდება და რიპლი შეძლებს ფასის გაზრდას, მაშინ შესაძლოა კრიპტოვალუტა, მოულოდნელად, 0.75 დოლარის ნიშნულსაც კი გადასცდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი