კრიპტოვალუტის კომპანიამ საფეხბურთო კლუბი შეიძინა

0
1739

ჰოლანდიურმა კრიპტოვალუტის კომპანიამ Libereum-მა ესპანეთის საფეხბურთო კლუბი Elche CF 4.9 მილიონ დოლარად შეიძინა.

ამის შესახებ ინფორმაცია Libereum-ის პრეს-რელიზით გახდა ცნობილი.

უნდა აღინიშნოს, რომ Libereum-ი პირველი კრიპტოვალუტის კომპანიაა, რომელმაც სპორტული კლუბი შეიძინა. Libereum-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კლუბის შეძენა საბანკო გარანტიით 4.3 მილიონი ევროთი მოხდა.

მანამდე კი, Finance Magnates-ის მიერ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ Libereum-ი ჰოლანდიური კლუბის Roda JC Kerkrade-ის შესყიდვას აპირებდა, თუმცა ეს გარიგება არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიბრალტარის ადგილობრივი საფეხბურთო გუნდი ფეხბურთელებს კრიპტოვალუტით გადაუხდიდა.

როგორც კლუბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, კლუბის სპონსორი და პარტნიორი პაბლო დანა ასევე ინვესტიციებს ახორციელებს კრიპტოვალუტის სფეროში. პაბლო დანამ ბრიტანეთის Guardian-ს განუცხადა, რომ ყველა მოთამაშის კონტრაქტში შემდეგი სეზონიდან კრიპტოვალუტით გადახდა იქნება გათვალისწინებული.

ამასთანავე, აგვისტოში დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულმა სავაჭრო პლატფორმა eToro-მ პრემიერ ლიგის შვიდ საფეხბურთო კლუბთან ხელი მოაწერა სარეკლამო გარიგებას, რომლის თანახმადაც, გადახდილ თანახას eToro ბიტკოინში აიღებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი