ავსტრალიის სარეზერვო ბანკმა (RBA) ცენტრალური ბანკის ე.წ. საბითუმო ციფრული ვალუტების ორწლიანი კვლევითი პროექტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. საბითუმო სტაბილკოინი საცალო სტაბილკოინისგან განსხვავდება იმით, რომ საცალო ციფრული ვალუტა საჯარო გამოყენებისთვის არის განკუთვნილი.
ე.წ. საბითუმო სტაბილკოინი ნიშნავს ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტას, რომელიც ბანკთაშორისი გადარიცხვებისთვის და ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება.
ანგარიშში ხაზგასმულია საბანკო პროცესების დიგიტალიზაციისა და DLT ტექნოლოგიის გამოყენების მნიშვნელობა.
მოხსენებაში აღწერილია ორწლიანი პროექტის დასრულება სახელწოდებით Project Atom, რომელიც ავსტრალიის თანამეგობრობის ბანკთან (CBA), ავსტრალიის ეროვნულ ბანკთან (NAB), Perpetual და ConsenSys-თან ერთად მიმდინარეობდა.
Project Atom-ზე საუბრისას, RBA-ს მმართველის თანაშემწემ, მიშელ ბალოკმა აღნიშნა, რომ სტაბილკოინს გააჩნია პოტენციალი, რათა იყოს უფრო ეფექტური და რისკები მინიმუმადე იქნეს შემცირებული.