კარიბის ზღვის აუზის რამდენიმე კუნძულზე სტაბილკოინი წარმატებით დაინერგა

0
926

აღმოსავლეთ კარიბის ზღვის კუნძულების ცენტრალურმა ბანკმა (ECCB) ციფრული გადახდის სისტემა დომინიკის რესპუბლიკასა და მონსერატში დანერგა.

ECCB–მ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, სტაბილკოინი სახელწოდებით „EC დოლარი“ შექმნა.

ციფრული გადახდის ამ სისტემის გამოყენება არის ინიციატივის ნაწილი, რომელსაც ECCB-ის მმართველი, ტიმოთი ნ.ჯ. ანტუანი ხელმძღვანელობს.

მან აღნიშნა, რომ ტრადიციული გადახდის სისტემები ძალიან ნელა მოქმედებს. სტაბილკოინი კი ყველასთვის ერთნაირი სისწრაფით უნდა მუშაობდეს, გარდა უკანონოდ მოქმედი პირებისა.

„ყველა ეს მიზანი ემსახურება ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. საბოლოო ჯამში კი ჩვენ მივიღებთ მყარ სავალუტო კავშირს, საერთო კეთილდღეობასა და სოციალურ-ეკონომიკური გარემოს წინსვლას”,- განაცხადა აღმოსავლეთ კარიბის ზღვის კუნძულების ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინოვაცია 2021 წლის მარტში DCash–თან თანამშრომლობით განხორციელდა ანტიგუასა და ბარბუდაში, გრენადაში, სენტ კრისტოფერში, ნევისსა და სენტ ლუსიაში.

DCash-ი არის გადახდის სისტემა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ციფრული EC ვალუტის გამოსაყენებლად. საფულის აპლიკაცია მფლობელებს საშუალებას აძლევს განახორციელონ შესყიდვები და გადარიცხვები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი