ავსტრალიის ქუინსლენდის მთავრობა ტურიზმის სფეროში კრიპტოვალუტის სტარტაპს განავითარებს

0
2314

ავსტრალიის პროვინცია ქუინსლენდის მთავრობა 8.3 მილიონს კრიპტოვალუტის სტარტაპისთვის გამოყოფს.

ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

მთავრობის განცხადებით, TravelbyBit-ი არის ტურისტული ინდუსტრიისთვის ციფრული სავალუტო გადახდების პლატფორმა, რომელიც სტარტაპერებს ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.

კომპანია მიზნად ისახავს ქუინსლენდში ტურისტებისთვის შეთავაზებას, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა მომსახურების საფასურის გადახდას კრიპტოვალუტით.

“TravelbyBit-მა შეიმუშავა მეთოდი, რომლითაც გამარტივებულია გადასახადების სისტემა და ამ სისტემაში აქტიურად მონაწილეობს კრიპტოვალუტა. მე მესმის, რომ TravelbyBit-ის ინტერესი არის ისეთ სამიზნე ადგილებში, როგორიცაა ბანდერბერგის ზონა, რომელიც დიდი წყალგამყოფი ქედის ტერიტორიაზე მდებარეობს. იქ შეუძლიათ ტურიტებს კრიპტოვალუტით გადახდა, რათა მათ გაუადვილდეთ ჯავშნისა და სხვა სახის მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობა”,- განაცხადა ქვეყნის ტექნოლოგიური ინოვაციების მინისტრმა ქეით ჯონსმა.

TravelbyBit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანია პარტნიორობდა ბრაისბეინის აეროპორტთან, რომელიც მსოფლიოში პირველი აეროპორტია, სადაც ციფრული ვალუტით გადახდა არის შესაძლებელი.

აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ტურისტებს ბიტკოინით, ლაიტკოინით, დეშით, ეთერიუმით და XEM-ით უკვე შეუძლიათ კომპანიის სხვადასხვა მომსახურებისთვის გადახდა.

“ავსტრალიის მასშტაბით 150-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში კრიპტოვალუტით გადახდა არის შესაძლებელი. ამასთანავე, ავსტარალია ცდილობს განავითაროს მიზნობრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიიღებს ციფრულ სავალუტო ოპერაციებში მონაწილეობას, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები არამხოლოდ პირდაპირ ჩვენს კომპანიაში, არამედ საერთაშორისო ტურიზმის ინდუსტრიაში”,-აცხადებს TravelbyBit-ის აღმასრულებელი დირექტორი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი