ჩინეთი NFT-ის განვითარებას განაგრძობს

0
535

ჩინეთი მიზნად ისახავს NFT-ის კრიპტოვალუტის სტატუსისგან განცალკევებას, რაშიც Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებენ.

Blockchain-ზე დაფუძნებული სერვისის ქსელი (BSN), რომელიც არის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი Blockchain პროექტი, მუშაობს ინფრასტრუქტურაზე.

ინფრასტრუქტურა კი ბიზნესსა და ინდივიდებს დაეხმარება, რათა პლატფორმები და აპლიკაციები NFT-ების მართვისთვის შეიქმნას.

ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post-ი აქვეყნებს.

პროექტი, რომლის ოფიციალური სახელი “BSN – განაწილებული ციფრული სერთიფიკატი” (BSN-DDC) იქნება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს NFT-ების განთავსებას აპლიკაციაში, რომელიც სამომხმარებლო პორტალებს და აპლიკაციებს განვითარებაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ნაღდი ფული გადახდის ერთადერთი საშუალება იქნება.

ხაზგასმით აღინიშნა, რომ NFT-ებს ჩინეთში იურიდიული პრობლემები იქამდე არ აქვთ, სანამ ისინი ბიტკოინთან ან სხვა კრიპტოვალუტებთან მიმართებაში არ გამოიყენება.

BSN-ის ტექნიკური მხარდაჭერის პროვაიდერის Red Date Technology-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იფან მანმა განაცხადა, რომ მომავალი ინფრასტრუქტურა ღია, ნებადართულ Blockchain-ს გამოიყენებს.

Red Date-ი გეგმავს შექმნას შესაბამისი NFT პლატფორმა, რომელიც კრიპტოვალუტის სექტორისგან სრულად გამოყოფილი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი