მულტინაციონალურ საინვესტიციო ბანკს, Morgan Stanley-ის ახალი კრიპტო ექსპერტი ჰყავს

0
2089

მულტინაციონალურმა საინვესტიციო ბანკმა Morgan Stanley-მ კრიპტოვალუტის ვაჭრობის ექსპერტი ენდრიუ ფილი დაიქირავა, რომელიც ბანკის ციფრული აქტივების ბაზარის ახალი ხელმძღვანელი იქნება.

ენდრიუ ფილი ბოლო სამი წლის განმავლობაში გაყიდვებისა და სავაჭრო ინოვაციების სფეროში ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე მუშაობდა. კრიპტო სფეროში მას იცნობენ, როგორც ბიტკოინისა და კრიპტოვალუტის სავაჭრო ოპერაციების ექსპერტს.

უნდა აღინიშნოს, რომ Morgan Stanley-ის ბანკი იმ მსხვილ კომპანიებს შორის არის, რომელიც კრიპტოვალუტას საფინანსო ინოვაციად მიიჩნევს და აქტიურად იკვლევს, თუ მუშაობს მის განვითარებაზე.

2017 წლის შემოდგომაზე JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა საკმაოდ ცუდად “დაახასიათა” ბიტკოინი. მან განაცხადა, რომ ბიტკოინი თაღლითობის გარდა სხვა არაფერი იყო და, რომ ის “ტულპომანიაზე” უარესი შედეგების მომტანი იქნებოდა.

ამის საპირისპიროდ, Morgan Stanley-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმს გორმენმა აღნიშნა, რომ მართალია ბიტკოინი უაღრესად სპეკულაციურია, მაგრამ ამასთანავე, ის კონფიდენციალურია და საინტერესო გამოწვევაა ცენტრალური საბანკო სისტემისთვის.

ამასთანავე, მაისში ამერიკულმა უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა, Goldman Sachs-მა განაცხადა, რომ ბიტკოინი არ არის თაღლითობა და კრიპტოვალუტის ვაჭრობის შესახებ გარკვეული გეგმებიც შეიმუშავა. რანა იარედი, რომელიც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია კრიპტოვალუტას მაინც მაღალი რისკის შემცველ ბიზნესად ახასიათებს, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ თუკი კრიპტოვალუტა რისკებს შეიცავს მაშინ ამის შესახებ Goldman Sachs-მა და სხვა საფინანსო კომპანიებმა უფრო მეტად უნდა აიმაღლონ ცნობიერება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი