ავსტრალიის ბანკების „დიდი ოთხეულიდან“ ორი მათგანის აღმასრულებლებმა დირექტორმა განაცხადა, რომ ისინი საცალო მომხმარებლების კრიპტოვალუტით ვაჭრობის უფლების მინიჭების საკითხს გამორიცხავენ. მიზეზად კი კლიენტების მხრიდან კრიპტოვალუტის ძირითადი ფასეულობების ვერ გაგება დაასახელს.
ავსტრალიის ფინანსური მიმოხილვის საბანკო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მეილ კარნეგიმ, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის საბანკო ჯგუფის (ANZ) საცალო ბანკინგის აღმასრულებელმა განაცხადა, რომ საცალო კლიენტებთან საუბრისას შენიშნა თუ რამდენად არ ესმის მათ უმრავლესობას ძირითადი ფინანსური კეთილდღეობის კონცეფციები.
კარნეგიმ განაცხადა, რომ ANZ-ი ჯერ კიდევ 2017 წლიდან განიხილავს კრიპტოვალუტის საბანკო სერვისებს და მათი დანარგვის შესაძლებლობას.
თუმცა ხანგრძლივი ტესტირების რეჟიმში არასოდეს ჩართულან და ამის გამო კმაყოფილებიც არიან.
სამიტს ასევე ესწრებოდა ანჯელა მენტისი, ავსტრალიის ეროვნული ბანკის (NAB) ციფრული ოფიცერი, რომელსაც ჰკითხეს, განიხილავდა თუ არა NAB-ი კრიპტო ვაჭრობის შეთავაზებას. მან უპასუხა, რომ საცალო ვაჭობა არ განიხილებოდა, მაგრამ დასძინა, რომ ინსტიტუციური კლიენტებსიათვის განაცხადები Blockchain ტექნოლოგიაზე უკვე არსებობდა.