Kirobo კრიპტო საფულის მემკვიდრეობის ფუნქციის დანერგვას აპირებს

0
681

ისრაელის კრიპტო პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი Kirobo ცდილობს DeFi ინდუსტრიაში სერვისების სიცარიელე აღმოფხვრას და ამისათვის ის კრიპტო ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს მათ ხელთ არსებული კრიპტო საფულეების გასაღები გადასცენ მესამე პირს ან განახორციელონ ტრანზაქციები.

კომპანიამ განაცხადა “მემკვიდრეობის ფუნქციის” გაშვება მის დეცენტრალიზებულ კრიპტო საფულეზე Liquid Vault, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს კრიპტო საფულეები მემკვიდრეობის გადაცემის პრინციპით გამოიყენონ.

ახალი გადაწყვეტა საშუალებას იძლევა ავტომატურ რეჟიმში შეიქმნას და აღსრულდეს მემკვიდრეობის დატოვების წესი იურისტების, სამთავრობო ორგანოების ან სხვა ცენტრალიზებული ერთეულის ჩარევის გარეშე. მომხმარებლებმა უბრალოდ უნდა აირჩიონ რვამდე ბენეფიციარი და აირჩიონ აქტივების დანიშნულ საფულეებში განაწილების თარიღი.

Liquid Vault-ის ახალი მემკვიდრეობის მექანიზმი ეფუძნება Kirobo-ს უნიკალურ ტექნოლოგიას, რომელიც საფულის სარეზერვო ფუნქციის მსგავსია.

ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან მომავალი ტრანზაქციები ან მიიღონ მეორადი წვდომის წერტილი კრიპტოვალუტაზე სხვადასხვა პირობის საფუძველზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი