30 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1924

ორშაბათს, 30 ივლისს კრიპტოვალუტების ბაზარზე განსაკუთრებული ცვლილებები არ დაფიქსირებულა. ძირითადად უნდა ითქვას, რომ ბიტკოინი მოპოვებული პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა.

შესაბამისად, ბიტკოინის კურსი კვლავ 8.000 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ამასთან, კრიპტოვალუტის ღირებულებამ ბოლო 24 საათის განმავლოვაში 1%-ით მოიმატა და ბიტკოინის ფასმა 8.110 დოლარი შეადგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი შედარებით სტაბილურად შენარჩუნდა შაბათ-კვირას. თუმცა, ერთ მომენტში ბიტკოინის კურსი 8.000 დოლარის ქვემოთაც ჩამოვიდა. ფასის ასეთი ცვლილება ხანგრძილივი არ გამოდგა და კრიპტოვალუტა კვლავ 8.000 დოლარის ფარგლებში დაბრუნდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში უმნიშვნელოდ შემცირდა. ცვლილებამ მხოლოდ 2% შეადგინა. ამის შემდეგ, კრიპტოვალუტის ფასი 454 დოლარზე შეჩერდა.

შეგახსენებთ, რომ Coinmarketcap-ის მიერ 30 ივლისს დაფიქსირებული მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 291 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი