Crypto.com–მა უფასო საგადასახადო ანგარიშგების სერვისის გაცემა დაიწყო

0
1008

კრიპტოვალუტის ბირჟამ Crypto.com– მა უფასო საგადასახადო ანგარიშგების სერვისის გაცემა ავსტრალიაში მცხოვრები მომხმარებლებისთვის დაიწყო.

Crypto.com–ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ მოამზადა არსებული საგადასახადო მომსახურება შეერთებულ შტატებსა და კანადაში მცხოვრები კრიპტო მომხმარებლებისთვის.

ბირჟამ განაცხადა, რომ ისინი მუშაობდნენ, საკმაოდ კვალიფიციურ პერსონალთან, რომელთაც ევალდებოდათ პროექტისათვის კანონით განსაზღვრული სისტემის შექმნა, რათა ჩაშვების შემდეგ ბირჟას მარეგულირებელთან პრობლემები არ შექმნოდა.

Crypto.com-ი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს თავიანთი კრიპტო გარიგების ჩანაწერები საგადასახადო ანგარიშგების ისეთ პლატფორმაზე განათავსონ მაგალითად, როგორიცაა TokenTax-ი. ამასთანავე, მომხმარებლებმა უნდა შექმნან ანგარიში, რომელიც უნდა შეიტანონ ისეთ სამთავრობო ორგანოებში, როგორიცაა შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახური, კანადის შემოსავლების სააგენტო და ავსტრალიის საგადასახადო ოფისი.

მომხმარებლებისთვის ასევე შესაძლებელი იქნება უფასო კონსულტაციის მიღებაც.

თუმცა, კრიპტო მომხმარებლებს სავარაუდოდ უნდა ჰქონდეთ ანგარიშები მხარდაჭერილ ბირჟებსა და საფულეებში, რათა უზრუნველყონ სრული საგადასახადო ჩანაწერის მიღება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი