აბუ-დაბი Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას განაგრძობს

0
1283

არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ-დაბიში Blockchain ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

Blockchain-ისადმი საზოგადოების მზარდ ინტერესს ხელს უწობს მოქნილი მარეგულირებელი სისტემა.

მიუხედავად იმისა რომ Blockchain-თან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს, შექმნილი გარემო აბუ-დაბიში ისეთია, რომ ყველაფერი ტექნოლოგიის განვითარებისკენ არის მიმართული.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ აბუ-დაბის გლობალურმა ბაზარმა 2018 წლის კრიპტო აქტივების ვაჭრობის დაშვების შესახებ განცხადება გაავრცელა.

თუმცა არაბეთის გაერთიანებულ საამიროები მაინც ფრთხილად ეკიდება ციფრული ვაჭრობის ბიზნესს. ქვეყანაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეგულაციების შემუშავებაც მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ აბუ-დაბის პორტი ანტვერპენის პორტთან Blockchain-ის საერთაშორისო საპილოტე პროგრამას ახორციელებს.

აბუ-დაბი პორტების შვილობილი კომპანია Maqta Gateway-სა და ანტვერპენის პორტს შორის გაფორმებული მემორანდუმის შემდეგ კომპანიებმა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტის შექმნა დაიწყეს.

პროექტის მიხედვით, ორივე კომპანიას შორის საერთაშორისო სავაჭრო დოკუმენტაციას განაწილდება ლეჯერ ტექნოლოგიის გამოყენებით მოხდება.

პროექტი უზრუნველყოფს ტვირთის სრულ ხილვადობას, ასევე გააუმჯობესებს ვაჭრობის ნაკადებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი