ინდურ კრიპტობირჟას სისტემური პრობლემები შეექმნა

0
1174

ინდოეთში დაფუძნებულმა ციფრული ვალუტის ბირჟამ, WazirX-მა სისტემური დარღვევები დააფიქსირა. WazirX– ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნისჩალ შეტიმ აღნიშნა, რომ კრიპტო ბირჟამ მიაღწია გარკვეულ შიდა ლიმიტებს, რომლებიც დადგენილია ერთ–ერთი ინფრასტრუქტურის პროვაიდერის მიერ.

გავრცელებული ინფორმაციით, სისტემაზე დატვირთვამ შექმნა ტალღოვანი ეფექტი ყველა სერვისზე, რის შედეგადაც ბირჟის 1,8 მილიონი მომხმარებელი აცხადებდა, რომ ვერ ხედავდა თავის ანგარიშებს.

”სისტემა, რომელიც აჩვენებს საფონდო ღირებულებებს, კვალვაც დაიწყებს მუშაობას როგორც კი ყველა სარეზერვო ასლის განახლება მოხდება”,-განაცხადა ბირჟის წარმომადგენელმა.

ოთხ საათზე მეტი ხნის შემდეგ, აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მომხმარებლებს კიდევ ერთხელ შეეძლოთ ენახათ თანხები თავიანთ ანგარიშებზე და შეეძლოთ შეკვეთების გაუქმება, მაგრამ თქვა, რომ ვაჭრობა კვლავ შეუძლებელია.

ოპერატიული ოფიცრის სიდჰარტ მენონის თქმით, ბირჟამ დააფიქსირა უმაღლესი მაჩვენებელი, რაც 24 საათის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობით გამოიხატა, რის შედეგადაც მათი სერვერები ვეღარ ახერხებდნენ ინფორმაციის დამუშავებას, მათი ლიმიტი ამოიწურა და მოხდა საავარიო გათიშვა.

გათიშვამდე სრული სავაჭრო მოცულობა 270 მილიონს აჭარბებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი