Visa-ს აღმასრულებელი დირექტორი: ცენტრალურ ბანკებს ციფრული ვალუტა არ აინტერესებთ

0
1476

Visa-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მას არ სჯერა, რომ ცენტრალური ბანკები დაინტერესებულნი არიან ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვებით.

”თუ ცენტრალური ბანკი გადაწყვეტს მომხმარებელს ციფრული საფულე შესთავაზოს, მაშინ ცენტრალურ ბანკის ციფრული ვალუტა უნდა წარმოადგენდეს “საყოფაცხოვრებო ბრენდს”, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს მიდგომა სერიოზულად არ მიიღება. ამის მიზეზია ზოგადად ცენტრალური ბანკის ოპერაციული სისტემა”,-აღნიშნა Visa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

ამასთნავე, ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ივის მერში მიიჩნევს, რომ ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრულ ვალუტის მთავარ წინააღმდეგობას ფინანსური სექტორის ორაზროვანი დამოკიდებულება წარმოადგენს. აქ საქმე ტექნოლოგიურ პრობლემებს ნაკლებად ეხება.

რიგი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი და შვედეთი, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტით უკვე ექსპერინტებს ატარებენ. ამ ახალი ტიპის ფულის გამოშვება უამრავ ასპექტს მოიცავს, მათ შორის ტექნოლოგიის წინსვლასა და სპეციფიკურ რეგულირებას.

ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა სხვადასხვა დისკუსიის დროს კვლავ განხილვის საგანია. ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე ევროპის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი კვლავაც არის ჩართული ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხში და მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალური ცენტრალური ბანკის საზოგადოებასთან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი