მედია: იაპონიაში კრიპტობირჟები მარეგულირებლის მითითების შესრულებას ცდილობენ

0
1384

იაპონიის ციფრული ვალუტის ბირჟამ Bitbank-მა ცვლილებების განხორციელება დაიწყო.

ცვლილებების დაწყება განახლებულ მარეგულირებელ სისტემას უკავშირდება, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ქვეყნის განახლებული გადახდის სერვისების შესახებ კანონთან.

ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

მარეგულირებლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა ციფრული ვალუტის ბირჟების რეგისტრაცია და მუშაობის ლიცენზიაა.

კრიპტოვალუტის კომპანია, Rakuten Wallet-ი, ამჟამად ფლობს ქალაქ კანტოს საფინანსო ბიუროს მიერ გაცემულ რეგისტრაციის დოკუმენტს.

ლიცენზიის მიღება კი შემდეგ საფუძველზე მოხდა: “ლიცენზია ეძლევა პირველი კლასის ფინანსური ინსტრუმენტების ბიზნეს ოპერატორს, რომელიც სხვადასხვა ფინანსურ ოპერაციას აწამოებს”.

თუმცა არსებობს ბირჟები, რომლებმაც მუშაობა რეგულაციის გამო შეაჩერეს.

მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა, BitMex-ი დაიხურა. ბირჟის დახურვის მიზეზი იაპონიის მარეგულირებლის ახალი მოთხოვნებია, რომელსაც BitMex-ი ვერ აკმაყოფილებს.

ციფრული ვალუტის ბირჟამ ჯერ კიდევ 28 აპრილს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მუშაობას პირველი მაისიდან შეაჩერებდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი მაისი იყო თარიღი, როდესაც ახალი მარეგულირებელი წესების ამოქმედება დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი