Telegram–მა უნდა გადაიხადოს 625,000 აშშ დოლარი კრიპტოვალუტის მცირე კომპანიას. კომპანიამ Telegram-ს 2018 წელს უჩივლა “GRAM”- ის სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების გამო.
Telegram Messenger Inc.-ს დაევალა გადაიხადოს თითქმის 625,000 აშშ დოლარის ღირებულების იურიდიული გადასახადი.
განჩინებით, აშშ– ს საოლქო მოსამართლემ, ჩარლზ ბრეიერმა შემდეგნაირად გაანაწილა თანხა, ადვოკატის მომსახურება კომპანიას 618,240 დოლარი დაუჯდა, საათობრივი ანაზღაურება მათი მოთხოვნით 900 დოლარს შეადგენდა.
თუმცა მოსმართლემ მოსაკრებელი შემაცირა 600 დოლარამდე. ასევე ყოველი შემდგომი ინსტანციის განხილვა დმატებით 6 737,35 აშშ დოლარი უჯდებოდა კომპანიას, თუმცა მიუხედავად ამისა, Telegram-ს აღნიშნული ვალდებულებები არ გაუპროტესტებია.
ციფრული ვალუტის კომპანია, Lantah-მა სასამართლოში სარჩელი 2018 წლის მაისში შეიტანა, მას შემდეგ, რაც Telegram–მა GRAM–ებისთვის თავდაპირველი მონეტის შეთავაზების (ICO) საშუალებით 1,7 მილიარდი დოლარი მოიზიდა.
შეგახსენებთ რომ, 2018 წლიდან Telegram-ის აპლიკაციის საშუალებით ლაიტკოინით ტრანზაქცია ლეგალაურია.