Square-ი კრიპტოვალუტაში ინვესტიციის განხორციელებას არ გეგმავს

0
1201

კომპანია Square-მა 2020-სა და 2021 წლებში 200 მილიონი დოლარის ბიტკოინი იყიდა.

ამჟამად, კომპანია არ აპირებს კრიპტოვალუტის შეძენას. კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცრის, ამრიტა აჰუჯას თქმით, ამ ეტაპზე, Square-ს შემდგომი შესყიდვების შესახებ გეგმა არ აქვს.

2020 წლის ოქტომბერში Square-მა 50 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის შეძენის შესახებ განაცხადა, რაც მაშინდელი ფასის გათვალისწინებით 4709 ბიტკოინის ყიდვის შესაძლებლობას იძლეოდა.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის III კვარტალში კომპანიას ბიტკოინიდან 1.6 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა.

თებერვალში კომპანიამ განაცხადა, რომ 170 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი შეიძინა. Square-მა ეს თანხა დაახლოებით 3.318 კრიპტოვალუტისთვის გადაიხადა.

მაისის თვის კვარტალური ფასის ვარდნის ფონზე კომპანიამ განაცხადა, რომ თითქმის 20 მილიონი დოლარი დაკარგეს. მიუხედავად იმისა, რომ Square-ს თავდაპირველი შენაძენის ოდენობის ფასი 472 მილიონით გაიზარა.

შეგახსენებთ, რომ Square-ს ყოველთვიურად დაახლოებით 30 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი