კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1135

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზრის გაუმჯობესება დაფიქსირდა.

ბიტკოინი

ბიტკოინის კურსმა მოიმატა. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული შაბათს 14.000 დოლარის ნიშნულს ასცდა. თუმცა, ფასმა მალევე დაიკლო. 31 ოქტომბერს დღის ბოლოს კრიპტოვალუტის კურსი 13.830 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინმა ფასის ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა მომდევნო სამიზნე დონე 14.000 და შემდეგ უკვე 14.500 დოლარი იქნება.

ამ ნიშნულების მისაღწევად კი მთავარია ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი 13.973 დოლარზე დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდეს.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში კი ფასის დაცემა 12.518 დოლარამდეა მოსალოდნელი.

ექსპერტები ტრეიდერებს ვაჭრობის დაწყებას ურჩევენ.

ეთერიუმი

ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსიც გაზრდილია. ალტკოინმა 380 დოლარის ნიშნული დასძლია. შაბათს საღამოს ეთერიუმის კურსი 388 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 308 დოლარამდე შემცირდეს.

თუმცა ეთერიუმის ზრდის ტენდენცია თუკი შენარჩუნდა კრიპტოვალუტის მომდევნო დონე 420 დოლარია.

ანალიტიკოსები ვაჭრობას რეკომენდირებენ.

რიპლი

ბოლო რამდენიმე დღეა რიპლის ფასი 0.24 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსის მაჩვენებელი დაახლოებით 6%-ით არის შემცირებული.

იმ შემთხვევაში, თუ ფასი შემცირდა მოსალოდნელია, რომ რიპლის კურსის მაჩვენებელი 0.20 დოლარამდე ჩამოვიდეს.

თუმცა, თუკი რიპლის ფასმა მოიმატა მომდევნო სამიზნე დონე 0.29 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ფასის მატების დროს ურჩევენ ვაჭრობას.

ბიტკოინ Cash-ი

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ალტკოინის კურსი 260 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. შაბათის მონაცემებით კი ფასი კიდევ უფრო გაიზარდა და 263 დოლარის ნიშნულს ასცდა.

ბიტკოინ Cash-ის კურსის კიდევ უფრო ზრდა არის მოსალოდნელი. თუკი ფასი მოიმატებს მომდევნო დონე 280 იქნება.

იმ შემთხვევაში კი თუ კურსი დაიკლებს ალკოინის ფასი 240 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

თუმცა ამ ეტაპზე ანალიტიკოსები კურსის კლებას ნაკლებად ელოდებიან.

ლაიტკოინი

ბოლო რამდენიმე დღეა ლაიტკოინის კურსი 55 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ანალიტიკოსების მოსაზრებით, თუკი კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია განაგრძო მომდევნო დონე 60 დოლარი იქნება.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ფასი შემცირდა მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინის კურმა 46 დოლარამდე დაიკლოს.

სხვა კრიპტოვალუტების მსგავსად ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლაიტკოინის ფასი კიდევ უფრო მოიმატებს. ანალიტიკოსები ვაჭრობის დაწყებას კი მაშინ რეკომენდირებენ, როდესაც ფასი 57 დოლარის ნიშნულს დასძლევს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი