Société Générale-ი კრიპტო მიმართულიბით განვითარებას აგრძელებს

0
914

საფრანგეთის საფონდო ბირჟის მარეგულირებელმა Autorité des Marchés Financiers (AMF) Société Générale ბანკი, როგორც ციფრული ვალუტების მომსახურების მიმწოდებელი (DASP) ისე დაამტკიცა.

Société Générale შეუერთდა საერთაშორისო ოპერატორებს: Voyager-ს, Bitpanda-ს, Binance-სა და Etoro-ს.

Société Générale-ის ციფრულ სამყაროში განვითარებაზე ორიენტირებული Forge-ის შვილობილი კომპანია დარეგისტრირდა ციფრული ვალუტების უზრუნველსაყოფად, რომელსაც შეუძლია კრიპტოვალუტებუს ყიდვა/გაყიდვა კანონიერი გადახდისთვის და კრიპტოვალუტების წინააღმდეგ ვაჭრობა.

ფრანგულმა ბანკმა ივნისში გამოაცხადა, რომ თანამშრომლობს Metaco-სთან, ციფრული ვალუტების მენეჯმენტისა და ინფრასტრუქტურის პროვაიდერთან, რათა ციფრული ვალუტის ოპერაციები განავითაროს.

რეგისტრაცია სავალდებულოა კომპანიებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ამ საქმიანობას საფრანგეთში. AMF ასევე უზრუნველყოფს DASP-ების ლიცენზირებას, თუმცა ჯერ არცერთ კომპანიას არ აქვს მიღებული ეს ლიცენზია.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კომპანიამ 27 სექტემბერს AMF-ის დამტკიცება მიიღო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი