სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ახალი წესები შემოიღო

0
1834

სამხრეთ კორეის საფინანსო მარეგულირებელმა გამოაქვეყნა კრიპტოვალუტისათვის დაწესებული ახალი რეგულაციები, რომელიც ფულის გათეთრების წინააღმდეგ არის მიმართული.

პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ ფინანსური მომსახურების კომისია სამი ბანკის ინსპექტირებას ახორციელებდა, რომელთა შედეგებმაც აიძულა ახალი წესების შემოღება.

ახალი რეგულაციების თანახმად, კრიპტოვალუტის ბირჟები ვალდებულნი არიან გააძლიერონ მომხმარებლის მიმართ იდენთიფიკაციის მექანიზმი, რათა უზრუნველყონ და გამოამჟღავნონ სავაჭრო მიზნებისა და მომხმარებელთა დაფინანსების წყაროების ლეგიტიმურობა.

თუ ბიზნესი უარს აცხადებს ან ვერ უზრუნველყოფს კლიენტების გადამოწმების შესახებ ინფორმაციის მითითებას, რეგულაციის მიხედვით, ამ ორგანიზაციის ნებისმიერი გარიგება უარყოფილი იქნება და ოპერაცია შეწყვეტილად გამოცხადდება.

თუმცა, კრიპტოვალუტის ბირჟები აღნიშნავენ, რომ იმ ინვესტორებსა თუ კომპანიებს, რომლებსაც ფულის გათეთრება სურთ ოფიციალურ სახელწოდებებს არ გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ მაისში, სამხრეთ კორეის მარეგულირებელმა სამხრეთ კორეის საფინანსო ზედამხედველობის სამსახურთან თანამშრომლობა დაიწყო. თანამრომლობის მიზანი ფულის გათეთრების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი