Clear Markets-ს აშშ-ში მუშაობის უფლება მიენიჭა

0
927

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრონული სავაჭრო პლატფორმის დეველოპერის Clear Markets-ის შეერთებულ შტატებში არსებულმა შვილობილმა კომპანიამ მიიღო თანხმობა სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისიისგან (CFTC), რათა შეძლოს მომხმარებელებისათვის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, კრიპტო პროდუქტების შეთავაზება.

გავრცელებულ განცხადებაში, SBI Holdings – Clear Markets-ის დაინტერესებული მხარე – ამბობს, რომ CFTC-მა დაამტკიცა შვილობილი კომპანია, რომელიც მუშაობს Swap Execution Facility-ზე. კომპანია კრიპტო წარმოებულებით ვაჭრობის შეთავაზებას აშშ დოლარისა და ბიტკოინის წყვილებზე გეგმავს.

იაპონიაში დაფუძნებული ფინანსური მომსახურების კომპანიამ განაცხადა, რომ მისი ბაზრის შემქმნელი გეგმავს გააფართოვოს თავისი სავაჭრო პარტნიორები შეერთებულ შტატებში Clear Markets-ზე საპილოტე ტრანზაქციების შემდეგ.

SBI Holdings-მა განაცხადა, რომ მან 2018 წლის აგვისტოში შეიძინა Clear Markets-ის 12%-იანი წილი, რომლის გაზრდასაც აპირებდა მომავალში.

იმ დროს იაპონურმა კომპანიამ აღნიშნა, რომ ინვესტიცია მიზნად ისახავდა კრიპტო წარმოებულებით სავაჭრო პლატფორმის შექმნას ინსტიტუციური ინვესტორებისთვის.

სასაქონლო ბირჟის აქტისა და მასთან დაკავშირებული CFTC რეგულაციების მიხედვით, წარმოებულების ბირჟებს – იქნება ეს კრიპტო თუ სხვა აქტივები – აშშ-ში მუშაობის ნებართვა უნდა ჰქონდეთ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი