იაპონურმა კომპანია SBI Group-მა კრიპტო-ვაჭრობის დაწყება უსაფრთხოების მიზნით დროებით გადადო

0
2203

იაპონიის საფინანსო მომსახურების კონგლომერატმა SBI Group-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დაგეგმილი კრიპტო- ვაჭრობა დროებით გადაიდო.

საჯარო განცხადებაში, SBI მომხმარებელს ბოდიშს უხდის და იქვე განმარტავს, რომ ვაჭრობის დაწყება უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გადაიდო.

“ჩვენ დამატებით დროში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება გადავწყვიტეთ. გაძლიერდება აქტივებისა და მომხმარებელთა სისტემების მენეჯმენტი. ამით კი, გაცილებით უკეთ იქნება დაცული ნებისმიერი კრიპტოვალუტის მომხმარებელი”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბერში SBI-მ ბიტკოინის სავაჭრო პალტფორმა Huobi-სთან პარტნიორობის შესახებ განაცხადა.

როგორც ჩანს, კრიპტო უსაფრთხოების სისტემის გაზრდაზე SBI-ს ნაბიჯი Coincheck-ზე ჰაკერების თავდასხმას უკავშირდება.”ყველაზე დიდი ქურდობა მსოფლიო ისტორიაში”-ასე უწოდებენ Coincheck-დან 534 მილიონის მოპარვის ისტორიას.

ამ ფაქტის შემდეგ, იაპონიის ფინანსური მომსახურების სააგენტო იძულებული გახდა კრიპტოვალუტის ბირჟების შესწავლა დაეწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი