საგადახდო მომსახურების პროვაიდერი Bitwala პირველ კრიპტო საბანკო მომსახურებას ქმნის

0
2609

გერმანულმა Blockchain-ზე დაფუძნებულმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერმა Bitwala-მ განაცხადა, რომ ის პირველ კრიპტო საბანკო მომსახურებას ქმნის.

განაცხადის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს გერმანიის ფედერალურ საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობით. საგადასახადო მომსახურების მიმწოდებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შექმნილი მომსახურეობა დაიცავს მომხმარებელთა თანხებს 100 000 ევროს ოდენობით.

სერვისი “Blockchain საბანკო მომსახურება” შესთავაზებს Bitwala-ს კლიენტებს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტის სავაჭრო პაკეტს. საბანკო ანგარიშების ინტეგრაციისათვის სერვისი ასევე, საშუალებას იძლევა ტრადიციულ საბანკო გადარიცხვების ოპერაციების შესრულებას და ამასთნავე, შესაძლებელია საკრედიტო ბარათების გამოყენებაც.

ეს არის Bitwala-ს მეორე მცდელობა კრიპტოვალუტას შესთავაზოს სადებეტო ბარათები. წინა გეგმები ჩაშალა იმ ფაქტმა, რომ ვიზამ სადებეტო ბარათის პროვაიდერთან Wavecrest-თან თანამშრომლობა შეწყვიტა.

უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა კრიპტო-ბარათის პროვაიდერი რაიმე სახის შეზღუდვებს ძირითადი საკრედიტო ბარათის კორპორაციებისგან მუდმივად განიცდის.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარული სტარტაპ კომპანია Volines-ი იძულებული გახდა მთლიანად დაეხურა ბიზნესი მხოლოდ იმიტომ, რომ მსხვილმა საბარათო პროვაიდერებმა თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი