Robinhood-ი უსაფრთხოების სისტემას აუმჯობესებს

0
1101

Robinhood-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია იკვლევს შესაბამის პროექტებს, რომელიც უზრუნველყოფს მათი მომხმარებელების უკეთ დაცვას კრიპტოვალუტის ცვალებადი ფასებისაგან.

Bloomberg–ის ინფორმაციის თანახმად, სავაჭრო აპლიკაცია მუშაობს ფუნქციაზე, სახელწოდებით ფასის არასტაბილურობის დაცვა, რომელიც შეცვლის გარკვეულ კრიპტო შეკვეთებს, ფასების რყევების გათვალისწინებით.

Robinhood-მა საზოგადოებისათვის გაგზავნილ წერილში ისაუბრა იმ დაცვის უპირატესობებზე, რომლებიც მათ სისტემას ექნება, მაგალითად შესაძლოა, ზოგჯერ მომხმარებელმა გამოტოვოს განმეორებადი შეკვეთა ან შეიძინოს არჩეულ თანხაზე ნაკლები კრიპტოვალუტა, ფასების არასტაბილურობიდან გამომდინარე. ეს კი იმაზე მეტ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, ვიდრე საჭიროა.

Robinhood-ის პროგრამა კი მომხმარებელს ამ არასასრველი რისკებისგან დაიცავს.

“ჩვენ ბევრ საქმეს ვაკეთებდით კულუარებში, რათა ჩვენი კრიპტო მომხმარებლებისთვის მიგვეწოდებინა ის ფუნქცია, რასაც ისინი ითხოვდნენ”, – აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვლად ტენევმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი