PayPal-ის კრიპტოვალუტის სერვისები გლობალური მასშტაბით 2021 წლის დასაწყისში ამოქმედდება.
PayPal გეგმავს კრიპტო სერვისების გლობალურად ამოქმედებას თავისი პლატფორმის მომხმარებლებისთვის. ამას კი Venmo აპლიკაციის დახმარებით გააკეთებს. კომპანია ასევე შეისწავლის ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტებს.
გლობალური გადასახადების გიგანტის PayPal–ის უფროსმა ხელმძღვანელებმა გაამჟღავნეს საქმიანობის დეტალები, რომელშიც ასახულია აგრესიული ათვისება გლობალური კრიპტოვალუტის სერვისების, მათ შორის საერთაშორისო და ლოკალური ცენტრალური ბანკების მიერ წარმოებული ციფრული ვალუტების შესწავლა და ანალიზი.
”ცხადია, მსოფლიო სწრაფად მოძრაობს ფიზიკურიდან ციფრულისაკენ”, – აღნიშნა PayPal– ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ შულმანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, ის ფაქტი რომ სწორედ ეს მზარდი სისწრაფის მქონე ცფრული გადახდების როლი არის მამოტივირებელი მათი ამჟამინდელი გეგმისა.
ცენტრალურ ბანკებთან, მარეგულირებლებთან და კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ლიდერებთან დისკუსიის მოტივით, შულმანი ირწმუნებოდა: “ეჭვგარეშეა, რომ ციფრული ვალუტის მნიშვნელობა, ფუნქცია და პოპულარობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება”.