რიპლი, PayPal-ი და Twitter-ი კოალიციას შეუერთდნენ

0
1428

რიპლი, PayPal-ი და Twitter-ი სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მიმართულ კოალიციას შეუერთდნენ.

”ჩვენ გვჯერა, რომ ხმის მიცემა უნდა იყოს უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველგან”, – აღნიშა რიპლის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Blockchain-ზე დაფუძნებული საგადასახადო კომპანია, რიპლი კომპანიების ჯგუფს შეუერთდა. ჯგუფი შეერთებული შტატების სამართლიანი ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად შეიქმნა.

რიპლის “ტვიტერის” პოსტის თანახმად, ბრედ გარლინგჰაუსი შეუერთდა Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის და PayPal-ის აღმასრულებელი დირექტორის, დენ შულმანს სამოქალაქო ალიანსს, ორგანიზაციას, რომელიც აცხადებს, რომ მხარს უჭერს უსაფრთხო და სანდო არჩევნებს.

მათი ამოცანა მომხმარებლების, როგორც პოტენციური ამომრჩევლების სამოქალაქო აზროვნების ზრდაა.

სამოქალაქო ალიანსის ფარგლებში ჩამოყალიბებულმა ამ ორგნიზაციამ დასაწისში 936 წევრით დაიწყო მოძრაობა. თუმცა ახლა ის აერთიანებს 5 მილიონზე მეტ ადამიანს, თანამშრომლებს რომლებიც 100%-ით უჭერენ მხარს აღნიშნულ იდეას.

როგორც ცნობილია, ჯგუფი მოუწოდებს კომპანიებს, უზრუნველყონ ხმის მიცემის უსაფრთხო წვდომა, აღიარონ სახელმწიფო და ადგილობრივი არჩევნების ოფიციალური პირები სანდო წყაროდ დამოწმებული შედეგების მისაღებად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი