ვებ-ბრაუზერი Opera ანდროიდისთვის სპეციალურ ვერსიას ქმნის, რომელშიც ჩატვირთული იქნება კრიპტოვალუტის საფულე.
უნდა აღინიშნოს, რომ Opera უკვე შევიდა კრიპტოვალუტის სფეროში. იანვრის თვეში კი, ვებ-ბრაუზერმა და ანდროიდისთვის შექმნილმა ვერსიამაც კრიპტოვალუტის თაღლითობის საწინააღმდეგო პროგრამული უზრუნველყოფა დააყენა.
Opera-ს კრიპტოვალუტის საფულე ხელს შეუწყობს ეთერიუმის Web3 API-ს და ინტეგრირებული იქნება WebView-ში. პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ საფულე ავტომატურად დაამატებს ტოკენებს.
პროექტის მენეჯერმა ჩარლზ ჰემელმა აღნიშნა, რომ ისეთი მსხვილი ბრაუზერი როგორიც Opera არის, იწყებს ასეთ მასშტაბურ პროექტს იმას ნიშნავს, რომ მომავალში Opera ინტერნეტს უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის.
“ჩვენი იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დააჩქარებს კრიპტოვალუტის გადასვლას სპეკულაციური ბაზრიდან ისეთ პოზიციაზე, როდესაც ციფრულ ვალუტას მომხმარებლი ყოველდღიურ ცხოვრებაში გადასახადების გადახდისა და სხავდასხვა ტრანზაქციისთვის გამოიყენებს”,- აღნიშნავს ჩარლზ ჰემელი.