OKEx-მა დროებით ფინანსური ოპერაციები შეწყვიტა

0
1201

მსხვილმა კრიპტოვალუტის ბირჟამ, OKEx–მა მოულოდნელად შეაჩერა თანხების ამოღება, ხოლო მისი ერთ–ერთი მთავარი მეურვე თანამშრომლობს გამოძიებასთან.

კომპანიამ თანხის გატანა მომხმარებელთა ინფორმაციის უსაფრთხოების მიზნით შეაჩერა.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად მათი მომსახურების შეჩერებისა და თანხების გატანის შეწვეტისა ეს მომხმარებლების დაცულ ინფორმაციას საფრთხეს ვერ შეუქმნის.

უსაფრთხოების დეპარტამენტის დაინტერესება მოკლე დროში მსხვილმა გადარიცხვებმა გამოიწვია, რაც დაახლოებით 6 საათში მოიცავდა 13,6 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინს, 50 მილიონის Tron-სა და 21,000-ის ეთერიუმს.

ამ ახალი ამბის საპასუხოდ, ბიტკოინის ფასი თითქმის 3%-ით დაეცა. თუმცა კრიპტოვალუტამ კურსის მატება მალევე შეძლო. ამ ეტაპზე ბიტკოინის ღირებულება 12.800 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, OKEx სავაჭრო მოცულობით, რიგით მე-11 კრიპტოვალუტის ბირჟაა, რომელიც ამჟამად, 24 საათის განმავლობაში, დაახლოებით, 3.4 მილიარდ დოლარს ვაჭრობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი