29 აპრილს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1112

ხუთშაბათს, 29 აპრილს კრიპტოვალუტების ბაზარი თითქმის არ შეცვლილა.

დღის პირველ ნახევარში ბიტკოინის ფასი 54.300 დოლარის ნიშნულს ქვემოთ მოექცა. თუმცა კრიპტოვალუტა ბოლო ორი დღეა ძირითადად 53.800-სა და 56.000 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ციფრული ვალუტის კურსმა მხოლოდ 1%-ით მოახერხა გაუმჯობესება.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი 48.5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი განსაკუთრებულად არ შეცვლილა. დღის განმავლობაში ალტკოინის ფასი ისევ 2.760 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

აღსანიშნავია, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა თითქმის 13%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 29 აპრილს, დღის პირველ ნახევრში, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონ 85 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი