18 მარტს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1176

ხუთშაბათს, 18 მარტს ციფრული ვალუტების ბაზარი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა.

ბიტკოინი მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა 58.000 დოლარის ნიშნულს. უფრო კონკრეტულად კი, დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 57.900-სა და 58.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 1.75%-ით შემცირდა. კვირის განმავლობაში კი ფასის გაუმჯობესების მაჩვენებელი 0.44%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინი 1.700 დოლარის პოზიციას კვლავ ინარჩუნებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის კურსი დაახლოებით 2.15%-ით შემცირდა. დღის მანძილზე კრიპტოვალუტის ფასი 1.800-სა და 1.788 დოლარს შორის მოძრაობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ნიშნული 3.08%-ით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 18 მარტს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ტრილიონ 778 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი