ჩრდილოეთ ევროპის ბანკის Nordea-ს თანამშრომლებს ბიტკოინის ფლობა აეკრძალებათ

0
1922

გაზაფხულისათვის, Nordea Bank-ის 31,000-ზე მეტ თანამშრომელს კრიპტოვალუტების, როგორც ფლობა, ისე ვაჭრობა აეკრძალებათ. ჩრდილოეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი, Nordea ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაკავშირებული იყო ბიტკოინთან. ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, Nordea-ს გუნდი მტრულად არის განწყობილი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტის მიმართ. ეს ფაქტი უკავშირდება ბანკის მიერ გასატარებელ ახალ პოლიტიკას.

Nordea-ს პრესსპიკერმა Reuter-თან ელ-ფოსტით მიმოწერისას აღნიშნა: “რისკები ძალიან მაღალია, უსაფრთხოება კი, არასაკმარისი, როგორც თანამშრომლებისათვის ისე, ბანიკისთვისაც”.

თანამშრომლებს, რომლებიც ფლობენ კრიპტოვალუტას აეკრძალათ მათი გაყიდვა.

კურსის ცვალებადობისა და კრიპტოვალუტის შესაძლო კრიმინალური გამოყენების გამო, ბანკმა Bloomberg-თან აღნიშნა: “მაღალი რისკის გათვალისწინებით, საბანკო სექტორში ჩვენი როლის შესრულება მაღალი სტანდარტებს მოითხოვს. Nordea არ უჭერს მხარს, რომ პერსონალმა ინვესტირება კრიპტოვალუტაში განახორციელოს”.

თუმცა, ექსპერტები ფიქრობენ, რომ Nordea-ს გადაწყვეტილება კრიპტოვალუტების კურსზე ნაკლებად აისახება. აქ საქმე ხელმძღვანელობაშია, რომელსაც, როგორც ჩანს, კრიპტოვალუტების ინდუსტრიის ეშინია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი