ფილიპინების ცენტრალურმა ბანკმა ორ კრიპტობირჟას აკრედიტაცია მისცა

0
1784

ფილიპინების ცენტრალურმა ბანკში ახალი კრიპტოვალუტის ბირჟის გახსნის შესახებ განცხადებებია შეტანილი.

ბანკის მმართველის მოადგილე იტყობინება, რომ ციფული ვალუტის ბირჟებმა აკრედიტაცია, როგორც პლატფორმებმა უკვე მიიღეს.

ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის პოტენციალი აღიარა, რომელიც სწრაფ და იაფ ტრანზაქციებს გულისხმობს. თუმცა, ცენტრალური ბანკი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ისეთ რისკებს, როგორიც არის ფულის გათეთრებისა და კიბერდანაშაულის საკითხები.

ფილიპინების ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტის ბირჟებს მანამდე ურჩევდა, რომ ე.წ. ელექტრონული საფულის სტატუსით დარეგისტრირებულიყვნენ. ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჩაჩი ფონანსირმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა აღნიშნული საკითხის მიღება, რადგან ბაზრის ახალი მოთამაშეებისთვის რეგისტრაციის ასეთი ფორმა უფრო ხელსაყრელია.

“ჩვენ ვმუშაობთ ახალ წესებზე. თუ თქვენ გნებავთ გამოიყენოთ ელექტრონული საფულე, მაშინ არსებობს დამატებითი მოთხოვნა, მაგრამ არ არის აუცილებელი ამისთვის თქვენს ბიზნესს ელექტრონული საფულის ლიცენზია ავტომატურად ჰქონდეს”,- აღნიშნა აღმსასრულებელი დირექტორის მოადგილემ.

ამასთანავე, ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი საბჭო იტყობინება, რომ ციფრულ სავალუტო ოპერაციებზე დაკვირვება მიმდინარეობს, რადგან თავიდან იქნეს აცილებული საეჭვო გარიგებები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი