“Metaverse-ი NFT-ის გრძელვადიანი წარმატებისთვის არის მთავარი ფაქტორი”,- ნათქვამია ახალ კვლევაში.
Juniper Research-ის ახალმა მოხსენებამ გააანალიზა NFT ბაზრის ტრაექტორია მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
კვლევის თანახმად, NFT-ებთან დაკავშირებული გლობალური ტრანზაქციები 2022 წელს 24 მილიონიდან 2027 წლისთვის თითქმის 40 მილიონამდე გაიზრდება.
კვლევის თანახმად, ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი, რომელიც ხელს უწყობს NFT-ს მიღებას, იქნება ის, რაც დაკავშირებულია Metaverse-ის გამოყენების შემთხვევებთან. NFT-ების ეს ნიშა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი იქნება.
Metaverse-თან დაკავშირებული NFT-ები განიცდიან ტრანზაქციების ზრდას. მოსალოდნელია, რომ 2022 წელს 600,000 ტრანზაქციიდან 2027 წლისთვის 9.8 მილიონამდე ავა.
ამჟამად, ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებლები აქვს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Gucci და Adidas-ი, რომლებმაც უკვე მიიღეს ტექნოლოგია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული სტატისტიკა ასევე გამყარებულია Ripple-ის (XRP) ბოლო მოხსენებით, რომელშიც კომპანიამ გამოიკვლია ძირითადი ფინანსური ინსტიტუტები NFT ინტერესების შესახებ. ყველაზე მეტად საინტერესო NFT-ები მუსიკასთან იყო დაკავშირებული.