პორტუგალია კრიპტოვალუტისთვის გადასახადის დაწესების შესახებ მსჯელობს

0
975

პორტუგალიის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტები მალე დაექვემდებარება კაპიტალის მოგების გადასახადს.

პორტუგალია დიდი ხანია განიხილება, როგორც კრიპტოვალუტის “საგადასახადო თავშესაფარი”.

ქვეყანაში კრიპტოვალუტებით ვაჭრობა გადასახადებისგან თავისუფალია 2018 წლიდან.

გარდა ამისა, ციფრული ვალუტებით ვაჭრობა არ ითვლება საინვესტიციო შემოსავალად პორტუგალიაში.

სწორედ ამან მიიპყრო კრიპტო სტარტაპების ყურადღებაც.

ამჟამად კი, პორტუგალიის ფინანსთა მინისტრმა ფერნანდო მედინამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კრიპტოვალუტები მალე დაექვემდებარება კაპიტალის მოგების გადასახადს. თუმცა, ორი ცალკეული კანონპროექტი კრიპტოვალუტის დაბეგვრის შესახებ ასამბლეამ უარყო.

ამ სიახლეს მიესალმა დერეკ „ისააკ“ კაპლანი, DuoVerse-ისა და VMining-ის დამფუძნებელი, რომელმაც თქვა, რომ ნებისმიერი არაგონივრული დაბეგვრა კრიპტოვალუტის სექტორზე უარყოფითად აისახებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მარეგულირებელი სისტემა მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა მივცეთ ინდუსტრიას ზრდის შესაძლებლობა. კრიპტო ინდუსტრია ახალია და ის არ უნდა დაექვემდებაროს იგივე განაკვეთს, რომელიც გამოიყენება ექვივალენტურ შემოსავალზე კაპიტალის მოგებაზე, რადგან ეს იქნება უსამართლო”,- აღნიშნა დერეკ კაპლანმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი