NFT Investments PLC-ი 96 მილიონი ფუნტის ღირებულების Pluto Digital-ის შეძენას აღარ განიხილავს.
ბრიტანეთში დაფუძნებულმა Blockchain კომპანია NFT Investments PLC-მა, რომელიც ინვესტირებას ახორციელებს კომპანიებში, რომლებიც მოქმედებენ NFT-ის სივრცეში, განაცხადა, რომ Pluto Digital-ის 96 მილიონ ფუნტად შესყიდვას აღარ აპირებს.
კომპანიას მედიისათვის მიზეზები დაწვრილებით არ აუხსნია.
თუმცა განაცხადა, რომ ბაზარზე მინდინარე Blockchain ტექნოლოგიებისა და ფასების კორექტირებით სარგებლობას აპირებს.
ჯერ კიდევ იანვარში, NFT Investments-მა ხელი მოაწერა არასავალდებულო წერილს Pluto Digital-ის შესაძენად.
კომპანია დეცენტრალიზებულ ფინანსებში (DeFi), ახალი NFT აქციების გამოშვებით ქმნის ინფრასტრუქტურას.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბრიდან მარტამდე Blockchain ინდუსტრიამ 40%-ანი ვარდნის პერიოდი გამოიარა.
შეგახსენებთ, რომ Visa NFT-ის განვითარებას იწყებს.
Visa-ს კრიპტო განყოფილების ხელმძღვანელმა, კუი შეფილდმა განაცხადა, რომ NFT-ის პოტენციალი აქვს, რომ ეკონომიკის მძლავრი ამაჩქარებელი გახდეს.