სამხრეთ კორეაში NFT-ის მიღება გაზრდილია

0
974

ციფრული ტექნოლოგიების სფეროში სამხრეთ კორეის რეპუტაცია დღითიდღე იზრდება. აღსანიშნავია, რომ NFT-ის მიღება ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარადა.

2020 წლის მონაცემებით, სამხრეთ კორეა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გლობალური ინოვაციების ინდექსში მსოფლიოს ტოპ 10 ქვეყანას შორისაა. საცალო მომხმარებლებისათვის ინოვაციის ეს დონე ცხადი ხდება ისეთ კომპანიებზე დაყრდნობით, როგორებიცაა Samsung-ი და LG-ი, ასევე თამაშების მწარმოებლის Krafton-ის მეშვეობით.

ეს და სხვა მსგავსი კომპანიები ახლა მომხმარებლებისათვის NFT კოლექციების მიწოდების გზებს იკვლევენ. ამ საკითხზე სამუშაოდ მათ კომპანიებში სპეციალური განყოფილებები აქვთ.

არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც საზოგადოება NFT-ების ყიდვისას ერთჯერადი ბონუსების მიღების გარდა დამატებითაა დაინტერესებული მისი სპეციფიკით და აქვს მისი ფლობის სურვლი.

“NFT-ები ძალიან პოპულარულია, მაგრამ ბევრმა არც კი იცის რატომ. NFT აჟიოტაჟი სამხრეთ კორეაში მომდინარეობს სენტიმენტების ნაზავიდან… მე მჯერა, რომ წლის მეორე ნახევარში დადგება დრო, როდესაც მთელი სამხრეთ კორეის NFT ინდუსტრია კვანტურ ნახტომს განახორციელებს”,- აღნიშნა KlayChicken NFT პროექტის დამფუძნებელმა, ალექს ლიმ.

ერთ-ერთი მიზეზი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ამ კვანტურ ნახტომს, სამხრეთ კორეაში ციფრული ვალუტების გადასახადის არარსებობაა.

ამჟამად, კრიპტოვალუტის გადასახადის პროექტი 2023 წლამდეა გადადებული. თუმცა ახალმა პრეზიდენტმა, იუნ სეოკ-იოლმა შესაძლოა, ისე კიდევ ერთი წლით გადადოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი