კანადის პრემიერობის კანდიდატი კრიპტოვალუტის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი

0
857

კანადის პრემიერ-მინისტრობის კონსერვატიული პარტიის კანდიდატი, პიერ პოლიევრი კანადაში ბიტკოინის, როგორც ლეგალური ფულის სახეობის გამოყენებას მხარს უჭერს.

YouTube არხზე, სახელწოდებით BITCOIN-ი, ცოტა ხნის წინ, პოლიევრის ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადელებს მეტი ფინანსური თავისუფლება სჭირდებათ.

პოლიევრმა განმარტა, რომ ეს მოიცავს კრიპტოვალუტის, ტოკენების, “ჭკვიანი კონტრაქტებისა” და დეცენტრალიზებული ფინანსების ფლობისა და გამოყენების თავისუფლებას.

„ხალხს უნდა ჰქონდეს ფულის არჩევის თავისუფლება. თუ მთავრობა აპირებს ჩვენი ნაღდი ფულის ბოროტად გამოყენებას, ჩვენ უნდა გვქონდეს თავისუფლება გამოვიყენოთ სხვა, უფრო მაღალი ხარისხის ფული”,- აღნიშნა პიერ პოლიევრმა.

შეგახსენებთ, რომ წლის დასწყისში კანადის მოქმედმა ლიბერალური პარტიის წარმომადგენელმა, ჯასტინ ტრუდომ საკმაოდ მკაცრი დამოკიდებულება გამოავლინა კრიპტოვალუტის მიმართ.

როგორც ჩანს, ახალ კანდიდატს განსხვავებული შეხედულებები აქვს. პიერ პოლიევრი კრიტო სექტორის ხმების მოპოვებას ცდილობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი