Metalla Royalty & Streaming: შემდეგ ფინანსურ კრიზისში პასუხისმგებელი კრიპტოვალუტა იქნება

0
1069

ძვირფასი ლითონების კომპანიის Metalla Royalty & Streaming– ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრეტ ჰიტმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ შემდეგ ფინანსურ კრიზისში პასუხისმგებელი კრიპტოვალუტა იქნება.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ძვირფას ლითონებში, როგრიცაა ორო და ვერცხლი, ჰონორარულ სისტემას. Kitco News-თან საუბრისას, ჰიტმა მიმდინარე კრიპტო პროცესები შეადარა 2000 და 2008 წლების იპოთეკურ კრიზისს.

ინტერვიუს დროს მან აღნიშნა, რომ თუ გასული ათწლეულების ფინანსურ კოლაფსებს გადავხედავთ მივხვდებით, რომ ყველას ერთი რამ აქვს საერო, ეს არის ახალი ფინანსური პროდუქტი, სიახლე რომლის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ ვრცელდება საზოგადებაში და ქმნის გაურკვევლობას.

აღმასრულებელმა დირექტორმა კრიპტოვალუტა აღწერა, როგორც კერძო სექტორის ფულის დაბეჭდვის ლიცენზია, რადგან მან ეჭვქვეშ დააყენა ლიკვიდურობის ოდენობა, რომელიც ბაზარზე 2020 წლის დასაწყისიდან ფიქსირდება. ამასთანავე ბრეტ ჰიტმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის რეალური ღირებულების არ ცოდნა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ იწვევს ის მასობრივ დისბალანსს მსოფლიო ფინანსურ საზოგადოებებში.

შეგახსენებთ, რომ Metalla Royalty & Streaming არის კანადური კომპანია, რომელიც 1983 წელს დაარსდა. კომპანიის ღირებულება კი ამჟამად თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი