ყაზახეთის მთავრობა: არარეგისტირებული მაინერები დასაშვებზე მეტ ენერგიას მოიხმარენ

0
1026

ყაზახეთის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შესაძლებელია არარეგისტირებული მაინერები ბევრად მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე ეს მათთვისაა განკუთვნილი. ყაზახეთის მთავრობას ოფიაციალურად მაინინგისათვის გამოყოფილი აქვს 1.2 გიგავატი, ანუ დაახლოებით მთლიანი რეზერვის 8%.

თუმცა ბიზნესები რეგისტრირდებიან სხვა სახელებით, რათა შეღავათიანი პირობებით ისარგებლონ და გამოიყენენონ შესაძლებლობები ბოროტად, რათა აწარმოონ მაინინგი. შესაბამისად, ყაზახეთის მთავრობა აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი სასწრაფოდ საჭიროებს გადახედვას.

ყაზახეთის ენერგეტიკის ვიცე მინისტრის, მურატ ჟურბეკოვის თქმით, ქვეყნის ენერგეტიკულ ქსელზე პოტენციური სტრესის განხილვა აღარ შეიძლება გადაიდოს. მან თქვა, რომ ოფიციალური პირები, რომელშიც ყაზახეთის სენატის წევრები იგულისხმებიან, აპირებენ გამოსცენ დირექტივა, რომელიც შეზღუდავს არარეგისტრირებული მაინერებისთვის ელექტროენერგიის მოხმარებას.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის მონაცემთა ცენტრის ინდუსტრიისა და Blockchain ასოციაციის (NABDC) მოხსენებაში ნათქვამია, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტის მაინინგს შეუძლია 1,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანოს ქვეყანას.

ამჟამად, კორპორატიული ციფრული ვალუტის მაინინგის საქმიანობა ქვეყანაში წელიწადში დაახლოებით 98 მილიარდ ტენგეს (230 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ყაზახეთის ენერგეტიკის დეპარტამენტმა შეიმუშავა პროექტი კრიპტო-მაინინგის ინდუსტრიის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის შეზღუდვის დაწესების შესახებ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი