გადახდების გიგანტმა Mastercard-მა 15 NFT-ისა და Metaverse პროექტი აშშ-ს საპატენტო და სავაჭრო ნიშნების ოფისში (USPTO) წარადგინა.
შეტყობინებების ძირითადი პუნქტები მოიცავს ციფრული საზოგადოების გეგმებს ციფრული ურთიერთობისთვის, ბარათებით გადახდის დამუშავებას Metaverse-ში, ონლაინ ბაზარს ჩამოსატვირთი ციფრული საქონლის მყიდველებისა და გამყიდველებისთვის, ციფრული რეალობის პლატფორმებს და სხვა.
ერთ-ერთი აპლიკაცია კი გეგმებს ასახავს, რათა დაამუშავოს ბარათის ტრანზაქცია, რომელიც საქონლისა და მომსახურების გადახდისთვის Metaverse-სა და სხვა ვირტუალურ სამყაროში გამოიყენება.
ასევე Mastercard-ი თავისი სახელის დამატებას კულტურულ ღონისძიებებშიც აპირებს, დაასპონსორებს კონცერტებს, სპორტულ ღონისძიებებს, ფესტივალებსა და დაჯილდოების შოუებს. კომპანია ფინანსური განათლების სემინარებსა და პროგრამების დაფინანსებასაც გეგმავს.
გარდა ამისა, საკრედიტო ბარათების კომპანიებმა რამდენიმე ინიციატივა განახორციელეს ციფრულ ეკონომიკაში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.
მაგალითად, Mastercard-მა სამთვიანი პროგრამა შექმნა, სახელწოდებით Start Path Crypto, რათა Blockchain და კრიპტო სტარტაპებს თავიანთი ბიზნესის გაფართოებაში დაეხმაროს.